პუნქტუაციის სწორად გამოყენება ადამიანისათვის, განურჩევლად სოციალური სტატუსისა,
განათლებისა, პროფესიისა, ადამიანისათვის ცხოვრების ყველა ეტაპზე საჭირო და
გამოსადეგი უნარია. სასვენი ნიშნები აკადემიური წერის სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება
სკოლაში მოსწავლეთა პუნქტუაციის კრიტერიუმით შეფასებისას აზრობრივად გამართულ და
სწორად შესრულებულ ნაშრომს. წინამდებარე სტატია არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში.
იგი ეძღვნება სკოლაში საბაზო საფეხურზე წარმოქმნილ პრობლემას პუნქტუაციის
გამოყენებასთან დაკავშირებით. სტატიაში განხილულია სასვენი ნიშნების არასწორად
ხმარებით გამოწვეული პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
მოსწავლეთა წერით
ნამუშევრებში დაშვებულ
შეცდომათა ყველაზე
დიდი ხვედრითი
წილი სწორედ
სასვენი ნიშნების
არასწორ გამოყენებაზე
მოდის. ტიპური
შეცდომებია:
ა) სასვენი
ნიშნების დასმა
იქ, სადაც
ეს არ
არის საჭირო;
ბ) ერთი
სასვენი ნიშნის
შეცვლა მეორით;
გ) სასვენი
ნიშნის დაუსმელობა.
მოსწავლეთა დიდი
ნაწილი ვერ
ახერხებს სასვენი
ნიშნების მართებულად
გამოყენებას. სასწავლო
პროცესზე დაკვირვება
გვიჩვენებს, რომ
პუნქტუაციურ შეცდომათა
გამომწვევი მიზეზი
ხშირად ინტონაციაა; არადა,
დღეს უკვე
აღარ არის
სადავო ის
ფაქტი, რომ
მთელ რიგ
პუნქტუაციურ ნიშნებს
იყენებენ ენის
სინტაქსური თავისებურებების
გააზრების საფუძველზე.
სკოლაში კი
დღეს სინტაქსის
(ისე, როგორც
მთლიანად გრამატიკის)
სწავლების თვალსაზრისით
საკმაოდ ჭრელი
სურათი გვაქვს,
რაც აისახება
მოსწავლეთა წერით
ნამუშევრებში. დღეს
არავისათვის აღარ
არის სადავო,
რომ პუნქტუაციის
საფუძველი ძირითადად
სინტაქსია. მის
მოქმედებას განსაზღვრავს
ენის სინტაქსური
კონსტრუქციები და
სემანტიკურ-სტილური
თავისებურებანი. ამ
მხრივ ქართული
ენა საკმაო
თავისებურებებით გამოირჩევა,
სინტაქსური კონსტრუქციების
მრავალფეროვნება, განკერძოებული
სიტყვებისა და
გამოთქმების სიჭარბე
მას განასხვავებს
ინდოევროპული ენებისაგან
და ბუნებრივია,
პუნქტუაციასაც აქ
სულ სხვა
დატვირთვა აქვს,
რაც თავისთავად
აისახება მოსწავლეთა
წერით ნამუშევრებშიც.
პუნქტუაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების
მიზეზების დასადგენად ჩატარებულმა სამუშაოებმა და კვლევებმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა წერისას ყველაზე ხშირად იყენებს მძიმეს, წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს; შედარებით მცირე ნაწილი აღნიშნავს, რომ წერისას იყენებს აგრეთვე ორწერტილს; კიდევ უფრო მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ იყენებენ ტირეს (თუმცა, როგორც წესი, იგი ხშირად ერევათ დეფისში), გამოკითხულთა დიდი ნაწილი საერთოდ არ იყენებს ისეთ სასვენ ნიშნებს, როგორიცაა: ბრჭყალები, ფრჩხილები, წერტილ-მძიმე, უმრავლესობამ იცის, რომ სასვენი ნიშნები საჭიროა იმისთვის, რომ აზრი გასაგები იყოს, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებს მათ მართებულად გამოყენებას; რაც შეეხება სასვენი ნიშნების გამოყენების მიზეზს, უმრავლესობის აზრით, მათი გამოყენება საჭიროა იმიტომ, რომ ასე მოითხოვს ზეპირმეტყველება - პაუზა, ინტონაცია. ისიც აღსანიშნავია, რომ პუნქტუაციურ შეცდომათა რაოდენობა ორთოგრაფიულთან შედარებით კლასების მიხედვით კი არ კლებულობს, არამედ მატულობს კიდეც.კვლევებმა გვიჩვენა, რომ რომ სასვენი ნიშნების უნარის ცუდად ფლობის მიზეზებია:
- სასკოლო
სახელმძღვანელოები;
- მასწავლებელთა მიერ არასწორი
ინფორმაციის მიწოდება სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით;
- მასწავლებელთა
მიერ ნაკლები აქტივობების დაგეგმვა პუნქტუაციური უნარის ფორმირებისათვის.
აღნიშნული
პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო მუშაობა და რაც შეიძლება
მეტი პრაქტიკული სამუშაოების შესრულაბა ამ მიმართულებით.
ბიბლიოგრაფია
1.
მ.ინასარიძე,
მ.ნაჭყებია,
ქართული ენისა
და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები, თბილისი, 2009 წ.
2.
ვ.რამიშვილი,
ქართული ენის
სწავლების მეთოდიკა,
თბილისი 1966 წ.
ელისო ლობჟანიძე-ბერიძიშვილი - თბილისის 83-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის წანყვანი მასწავლებელი
Комментариев нет:
Отправить комментарий